English / ქართული / русский /
ნანა მენაბდიშვილი
პირველი ქორწინების საშუალო ასაკის ძირითადი ტენდენციები

ანოტაცია.  ნაშრომი ეყრდნობა სტატისტიკურ მონაცემებს ქორწინების საშუალო ასაკის შესახებ. ქორწინების საშუალო ასაკის ძირითადი ტენდენციების გამოსავლენად განხილულია სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები და შედარებულია საქართველოს მონაცემებს. მრავალ ქვეყანაში ფიქსირდება პირველი ქორწინების ასაკის ზრდა.

საკვანძო სიტყვები:  ქორწინების საშუალო ასაკი, ქორწინების ასაკის ზდის ტენდენცია. 

შესავალი

მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინდუსტრიულ ქვეყნებში ოჯახმა განიცადა ღრმა ცვლილებები. დრო იცვლება, სტერეოტიპები გადაიხედება. ფართოვდება ქცევის არჩევანი. ქორწინება სამართლებრივი აქტია და ის თავისთავად გულისხმობს დარეგისტრირებას. თუმცა ამგვარი გაგებაც იცვლება. ქორწინება სულაც არ გულისხმობს პარტნიორთა შორის მეტ-ნაკლებად მუდმივი კავშირის სანქცირებას. პარტნიორთა თანაცხოვრება შესაძლებელია ქორწინების გარეშეც. მშობიარობა ყოველთვის არ ხდება ქორინებაში. იზრდება განქორწინებების რიცხვი. ამასთან, ადრეული ქორწინებები ლიდერია განქორწინებაში.

საქორწინო ქცევის მოდერნიზაცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ამჯერად ყურადღებას ევროპის ქვეყნებზე გავამახვილებთ. ბოლო დემოგრაფიული მონაცემების თანახმად ევროკავშირის 27 ქვეყანაში ქორწინებათა რაოდენობა 1000 კაცზე შემცირდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ხოლო განქორწინების რიცხვი გაიზარდა. ასევე დაფიქსირდა იმ ბავშვთა წილის ზრდა, რომლებიც დაუქორწინებელ წყვილებში არიან დაბადებულნი [ https://ec.europa.eu/eurostat/].

საქორწინო ქცევის მოდერნიზაციის შესახებ სხვადასხვა მაჩვენებლებით შეიძლება მსჯელობა, მაგრამ თუ ყურადღებას გავამახვილებთ ქორწინების საერთო მაჩვენებელზე დავინახავთ რომ აღმოსავლეთ ევროპა უკვე დაეწია დასავლეთს. მრავალი ათწლეულის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში განქორწინების მაჩვენებელი არ განსხვავდებოდა დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპული დონისაგან, ხოლო ქორწინების ასაკი, დასავლეთ ქვეყნებისაგან განსხვავებით დაბალი რჩება. რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნების ქორწინების ასაკს აქ ის ორივე სქესის წარმომადგენლებში მაღალია   [ივანოვი.ს.http://www.demoscope.ru/].

ქორწინების საშუალო ასაკი დამოკიდებულია ქვეყანაზე, მის კულტურაზე, რელიგიურ აღმსარებლობაზე, ღირებულებებზე, ტრადიციაზე და სხვ. ის შეიძლება განსხვავებული იყოს მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. ბოლო დრომდე ბევრ ქვეყანაში ქალების ქორწინების ასაკი უფრო დაბლი იყო, ვიდრე მამაკაცების. მაგრამ გენდერული თანასწორობის გამო ის ბევრგან მამაკავების ასაკამდე გაიზარდა. ქორწინების გადავადება ძირითადად ხდება იმ ქვეყნებში სადაც ახალგაზრდები სარგებლობენ უმაღლესი სოციალური სტატუსით, უკეთესი განათლების სისტემით, დასაქმებით. სოციალური ღირებულებების ცვლილებამ, პირადი ინტერესების წინ წამოწევამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქორწინების ასაკის ზრდას. კარგი განათლება, კარიერის აწყობა, პირადი დამოუკიდებლობა დიდ როლს თამაშობს ქორწინების გადავადებაში. შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილოთ თანაცხოვრების ინსტიტუტზე. მთელ რიგ ქვეყნებში სულ უფრო და უფრო მკვიდრდება პარტნიორთა თანაცხოვრება. ხანგრძლივი თანაცხოვრება კი ქორწინების გადავადებას უწყობს ხელს, რადგან წყვილს არ სჭირდება ქორწინების ვალდებულება, სანამ ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს. სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ თანამცხოვრები პარტნიორების მხოლოდ 10% რჩება ერთად ბოლომდე.   მეორე მხრივ, შეუძლებელია არ აღინიშნოს რელიგიისა და ტრადიციების როლი ადრეულ ქორწინებაში. ასეთ ქვეყნებში გვიანი ქორწინება შეიძლება წყევლადაც კი ჩაითვალოს.

***

ქორწინების საშუალო ასაკის ძირითადი ტენდენციების გამოსავლენად განვიხილოთ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი და შევადაროთ საქართველოს. ქორწინებათა რიცხვი ბულგარეთში სტაბილურად იკლებს. ამასთანავე შეინიშნება სტაბილური ტენდენცია ქორწინების საშუალო ასაკის გაზრდისა, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. 2000 წელს მამაკაცების ქორწინების საშუალო ასაკი იყო 30,0 წელი, ხოლო 2014 წელს 32,7 წელს მიაღწია. ქალებისთვის კი იგივე მაჩვენებელი შესაბამისად 26,4 და 29,4 წელია.  თუ 2000 წელს დასაოჯახებელი იყო 20-29 წლის ახალგაზრდების 64,6%, 2011 წელს 82,2% გახდა, ანუ გაიზარდა 17,6%-ით. პირველი ქორწინების მიხედვით მდგომარეობა ასეთია, მამაკაცების პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 2000 წელს 28,1 წელი იყო, 2014 წლისთვის კი 2,5 წლით გაიზარდა და 30,6 წელი შეადგინა. ქალებისთვის ზრდა კიდევ უფრო დიდია - 2,8 წელი. 2000 წელს ქალების პიველი ქორწინების საშუალო ასაკი 24,7 წელი იყო, 2014 წელს კი 27,5 წელი შეადგინა. მომდევნო წლებში საქორწინო ასაკის ზრდა კვლავ გრძელდება. 2017 წელს მამაკაცთა და ქალთა პირველი ქორწინების საშუალო ასაკი შესაბამისად 31,4 და 28,4 წელია. 2018 წელს კი 31,7 და 28,7 წელი. ანუ წინა წელთან შედარებით პორველი ქორწინების საშუალო ასაკი 0,3 წლით გაიზარდა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. 2018 წელს პირველი სამოქალაქო ქორწინება ქალების 87,0%-მა და მამაკაცების  86,2%-მა დაარეგისტრირა [https;/ec.europa.eu/Eurostat/].

ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში ბელორუსიაშიც იცვლება ქორწინების ასაკობრივი მოდელი - ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის საკითხს ახალგაზრდები ხშირად გადაავადებენ უფრო ზრდასრული ასაკისთვის. რესპუბლიკა ხასიათდება ერთ-ერთი ყველაზე მაღლი ქორწინების მაჩვენებლით ევროპაში, ამასთან, პირველი ქორწინების დადგომისთანავე ქალთა საშუალო ასაკის ზრდით. თუ 2000 წელს ქალი პირველად დაქორწინდა 22,8 წლის ასაკში, მამაკაცი 25,0 წლის, 2014 წელს პირველად დაქორწინებული ქალების საშუალო ასაკი 25,3 წელი შეადგინა, ხოლო მამაკაცებში 27,4 წელი [https://www.belta.by/].

საქართველოში  პირველი ქორწინების საშუალო ასაკს თუ შევადარებთ ბულგარეთისა და ბელორუსიის იგივე მაჩვენებლებს, დავინახავთ, რომ 2000 წელს მამაკაცების შემთხვევაში საქართველოს მაჩვენებელი აღემატებოდა ჩვენ მიერ განხილული ორივე ქვეყნის მაჩვენებელს და შეადგენდა 28,4 წელს. ხოლო 2014 წლის იგივე მაჩვენებელი აღმატება ბელორუსიისას, მაგრამ ჩამორჩება ბულგარეთისას. ქალთა პირველი ქორწინების ასაკი 2000 წელს საქართველში 24,7 წლის ტოლია, ხოლო 2014 წლისთვის ეს მაჩვენებელი 26,6 წელს აღწევს. პირველი ქორწინების ასაკის ზრდა შედარებული სამივე ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ზრდა ყველაზე მაღლია ბულგარეთში და ყველაზე დაბალი  საქართველოში.

ცხრილი 1

 პირველი ქორწინების ასაკის ზრდა ბულგარეთში, ბელორუსიასა და საქართველოში

 

2000 წელი

2014 წელი

ზრდა 14 წელში

მამაკაცი

ქალი

მამაკაცი

ქალი

მამაკაცი

ქალი

ბულგარეთი

28,1

24,7

30,6

27,5

2,5

2,8

ბელორუსია

25,0

22,8

27,4

25,3

2,4

2,5

საქართველო

28,4

24,7

30,0

26,6

1,6

1,9

ევროპის ქვეყნების მაგალითზე თუ დავახასიათებთ პირველი ქორწინების საშუალო ასაკს, ამგვარი სურათი დადგება: ქორწინება ყველაზე ადრეულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც პატარძალი 22-26 წლისაა, ხოლო საქმრო 24-27-ის. ცენტრალური ევროპის უმეტეს ქვეყნებში ქალები 27, ხოლო მამაკაცები 30 წლის ასაკში ქორწინდებიან. რაც შეეხება ჩრდილო, სამხრეთ და დასავლეთ ევროპას, აქ ყველაზე მაღლია პირველი ქორწინების საშუალო ასაკი. ამ მონაცემის მაღლი მაჩვენებლით ლიდერობს შვედეთი.

ცხრილი 2

პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ევროპის ქვეყნებში 2017 წელი

ქვეყანა

კაცი

ქალი

საშუალო

შვედეთი

35,8

33,3

34,6

ისლანდია

34,6

32,7

33,7

ესპანეთი

34,5

32,3

33,4

დანია

34,4

31,9

33,2

ნორვეგია

34,4

31,6

33

იტალია

34,2

31,3

32,8

ირლანდია

33,2

31,6

32,4

გერმანია

33,4

30,9

32,2

ლუქსემბურგი

33

30,9

32

საფრანგეთი

33

30,8

31,9

ფინეთი

32,9

30,6

31,8

ნიდერლანდები

33

30,4

31,7

გაერთიანებული სამეფო

33,1

30

31,6

საბერძნეთი

33

29,9

31,5

შვეიცარია

32,5

30,1

31,3

ავსტრია

32,2

29,8

31

სლოვენია

32,2

29,7

31

ბელგია

32

29,6

30,8

უნგრეთი

32,1

29,3

30,7

მონტენეგრო

32,7

28,6

30,7

პორტუგალია

31,5

29,8

30,7

მალტა                                           

31,6

29,2

30,4

ესტონეთი

31,6

29

30,3

ჩეხეთი

31,4

28,7

30

კვიპროსი

30,9

29

30

სერბეთი

31

28,1

29,6

სლოვაკეთი

30,8

28,1

29,5

ხორვატია

30,6

28,1

29,4

ლატვია

30,6

28,2

29,4

ბულგარეთი

30,3

26,9

28,6

საქართველო

30,1

26,9

28,5

ლიეტუა

29,7

27,3

28,5

რუმინეთი

30,2

26,7

28,5

ბოსნია და ჰერცოგოვინია

29,6

26,4

28

პოლონეთი

29,1

26,7

27,9

ალბანეთი

30,5

24,9

27,5

სომხეთი

29,1

25,8

27,5

მაკედონია

28,6

25,8

27,2

რუსეთი

27,4

24,9

26,2

ბელორუსია

27,1

25

26

უკრაინა

27

25

26

თურქეთი

27,4

24,3

25,9

აზერბაიჯანი

27,7

23,7

25,7

მოლდოვა

26

24

25

წყარო: https://www.worldatlas.com/articles/the-nations-of-europe-by-the-average-age-at-first-marriage.html 

საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა ბოლო ათი წლის განმავლობაში სტაბილური ზრდა აჩვენა. ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 25,6 წელს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 29,7-ს. კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული. მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30,2 და 32,6 წელი შეადგინა. რაც შეეხება პირველი ქორწინების საშუალო ასაკს, ამ პერიოდში ქალების ასაკის ზრდა 2,4-ჯერ მეტად მოხდა ვიდრე მამაკაცებისა. შესაბამისად, თუ 2009 წელს ქალთა პირველი ქორწინების ასაკი შეადგენდა 25,2 წელს. 2019 წლისთვის  28,1 წელი გახდა, ხოლო მამაკაცებთან 2009 წელს იყო 28,8 წელი, 2019 კი 30,7 წელი. 2020 წელში პირველი ქორწინების ასაკი ისეთივე დარჩა როგორიც იყო წინა წელს, მაგრამ ქორწინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1,4-ჯერ შემცირდა. რაც გამოიწვია პანდემიურ პირობებში ცხოვრებამ.

პირველი ქორწინების ასაკი მამაკაცების შემთხვევაში 1995 წლიდან მოყოლებული გასული წლის ჩათვლით ყოველწლიური ზრდით არ ხასიათდება, ქალებისაგან განსხვავებით. 25 წლის შუალედში (1995-2020) მამაკაცთა პირველი ქორწინების ასაკი 3,7 წლით გაიზარდა, ქალების კი 4,7 წლით. 20 წლის შუალედში (2000-2020) მამაკაცებში 2,3 წლით, ქალებში 3,4 - ით.  ხოლო ბოლო ათიწლის შუალედში (2010-2020) შესაბამისად მამაკაცთა 1,2-ით და ქალითა 2,3-ით. სავარაუდოა, რომ   ქორწინების ასაკის მატების ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.

ყველა მოვლენას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მათ შორისაა პირველი ქორწინების საშუალო ასაკის ზრდა. ოჯახის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ბავშვის გაჩენა და აღზრდაა. გადავადებული, გვიანი ქორწინებები ამ მხრივ გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ჯერ ერთი, ქორწინების ასაკი თუ არ ემთხვევა რეპროდუქციულ ასაკს მაშინ ასეთ ქორწინებაში ბავშვები ვერ დაიბადებიან. მეორე, ასეთი ოჯახები ძირითადად მცირეშვილიანები არიან, რადგან, ასაკიდან გამომდინარე, უმეტესად ორ ბავშვს აჩენენ.

ქორწინების ასაკის შესახებ სტატისტიკური მასალა არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, საკითხის სიღრმისეული კვლევისათვის საჭიროა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც კონკრეტულად დაგვანახებს იმ მიზეზებს რაც იწვევს პირველი ქორწინების ასაკის ზრდს. გამოვიყენებთ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2013 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის ზოგიერთ შედეგს. რესპონდენტების თითქმის 3/5-ის აზრით გვიანი ქორწინების ძირითადი მიზეზი არის სასურველი პარტნიორის შერჩევა. ეს მიზეზი ორივე სქესის რესპონდენტებმა დაასახელეს, თუმცა ქალები უფრო მეტად ამახვილებენ მასზე ყურადღებას. მამაკაცების უმეტესობა კი ასახელებს ფინანსურ მდგომარეობას (63%), სამუშაოს (60,2%).

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სქესთა არათანაბარი განაწილება პრობლემებს ქმნის საქორწინო ბაზარზე. საქართველოში 30 წლამდე ასაკში მამაკაცების რიცხვი აღემატება ქალებისას, თუმცა 30 წლის და უფროს ასაკში ქალების რაოდენობა ჭარბობს მამაკაცებს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი ემიგრაცია. ტრადიციულდ მაღალია მობილობა მამაკაცებს შორის. თუ 2009 წელს ემიგრანტი იყო 41 ათასი ქალი და 57 ათსი კაცი 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და შესაბამისად შეადგინა 46 ათასი ქალი და 59 ათასი კაცი.  ემიგრანტების 56% 2019 წელს მამაკაცი იყო. მათი უმეტესობა ემიგრაციაში მიდის 20-39 წლის ასაკში. რაც მამაკაცების დეფიციტს ქმნის საქორწინო ბაზარზე.

გვიანი ქორწინების დადებით მხარეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,  ადრეული ქორწინებები ლიდერია განქორწინებაში, რადგან ისინი ძირითადად ემოციებზეა აგებული. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სწავლობს საკუთარი ემოციების მართვას, მისი ქცევები უფრო გონივრული და პასუხისმგებლური ხდება, უმკლავდება საკუთარ კომპლექსებს და ოჯახურ ცხოვრებას უფრო რაციონალურად ეკიდება. 

დასკვნა 

სოციალურ ღირებულებათა ცვლილებებმა გამოძახილი ჰპოვა ქორწინებაში. შემცირდა ქორწინებათა რიცხვი და გაიზარდა ქორწინების ასაკი. ქორწინების გადავადება ძირითადად ხდება იმ ქვეყნებში სადაც ახალგაზრდები სარგებლობენ უმაღლესი სოციალური სტატუსით, უკეთესი განათლების სისტემით, დასაქმებით. სოციალურ ღირებულებებში ცვლილებამ, პირადი ინტერესების წინ წამოწევამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქორწინების ასაკის ზრდას. კარგი განათლება, კარიერის აწყობა, პირადი დამოუკიდებლობა დიდ როლს თამაშობს ქორწინების გადავადებაში. გენდერული თანასწორობის გამო ქალთა ქორწინების ასაკი ბევრგან მამაკავების ასაკამდე გაიზარდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ისეთი მწვავე დემოგრაფიული პრობლემები აქვს, როგორიცაა მოსახლეობის დაბერება, ემიგრაციის მაღლი დონე, შობადობის შემცირება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში პირველი ქორწინება გვიან ასაკში ქვეყნისთვის წამგებიანია, რადგან ასეთი ოჯახები მაქსიმუმ ორ ბავშვზე მეტს არ აჩენენ. ორი ბავშვი კი მარტივი აღწარმოებისთვისაც არაა საკმარისი. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ივანოვი ს. ფ. ქორწინებისა და ნაყოფიერების ტიპები განვითრებულ ქვეყნებში. http://www.demoscope.ru/ weekly/knigi/konfer/konfer_09.html
  2. ქორწინების მაჩვენებელი ბელორუსიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღლია ევროპაში https://www.belta.by/society/view/ koeffitsient-brachnosti-v-belarusi-odin-iz-samyx-vysokix-v-evrope-2803-2015
  3. ქორწინება, განქორწინება და დაბადება ბულგარეთში XXI საუკუნის დასაწყისში https;/ec.europa.eu/Eurostat/statistics-explaincd/index php?title=Archive: Marriag  
  4. ქალი და კაცი საქართველოში. 2020. https://www.geostat.ge/ka/single-categories/115/genderuli-statistika
  5. https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/Marriage_and_divorce_statistics
  6. https://www.worldatlas.com/articles/the -nations-of-europe-by-the-average-age-at-first-marriage.html
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia